სამართალი
საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ხუთი პირი - ლ.შ., მ.გ., ზ.გ., ჯ.ს. და ც.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ. სამართალდამცველებმა მოპარული ნავთობის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.