საზოგადოება
H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

hn1A ტიპის ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ის ფეხმძიმე დაიღუპა, რომელიც მკურნალობას 9 იანვრიდან გადიოდა. 
სპეციალისტების განცხადებით, 31 წლის ქალბატონმა ექიმებს გვიან მიმართა და მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს რისკჯგუფში შემავალ პირებს, ფეხმძიმეებს, 2 წლამდე ბავშვებსა და ქრონიკულად დაავადებულ პაციენტებს, გრიპის სიმპტომების აღმოჩენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ. 
H1N1-ის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ თბილისში დაფიქსირდა, დაიღუპა შუა ხნის მამაკაცი, რომელმაც A ტიპის ვირუსზე მკურნალობა დააგვიანა.