სამართალი
საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” ადმინისტრაცია ხანძრის დაუდევრობით გაჩენას გამორიცხავს.
ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცეცხლის გაჩენის რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. მათი თქმით, სადენში, საიდანაც პირველადი ვარაუდით შესაძლოა, ცეცხლი გაჩენილიყო, ელექტროენერგია არ გადის.
მათი თქმით, მომხდართან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.
„ამხელა რაღაც ჰარი-ჰარალეზე არ ხდება. არ ვიცი, ადმინისტრაცია რას განიხილავს, მაგრამ მე ჩემი პოზიციიდან გეუბნებით“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.