სამართალი
შსს-მ გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით ორი პირი დააკავა

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი - მ.. და ი.. გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს.

  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.