პოლიტიკა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა სამ სახელმწიფოში საქართველოს ახალი ელჩების დანიშვნის განკარგულებებს ხელი მოაწერა

  საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა. 2017 წლის 1 მარტიდან კანადაში საქართველოს ელჩისა და, ასევე, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კონსტანტინე ქავთარაძე დაინიშნა, კორეაში – ოთარ ბერძენიშვილი, ხოლო მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.

  გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.