საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც გუშინ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. გაცილების ცერემონიალი ალექსეევკის შერეულ საავიაციო ესკადრილიაში გაიმართა.
„II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მნიშვნელოვან მისიას იწყებს. ამ მისიას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება და პრაქტიკულად, იმ პროცესის განმტკიცებაა, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ცარ-ში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას - EUTM RCA 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.