საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. დონეცკის ოლქში ვითარება ისევ დაიძაბა. ავდეევკის რაიონში უკვე მეორე დღეა სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედროების პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს და გრადის ტიპის სისტემები გამოიყენეს, არის მსხვერპლიც.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 24 კი დაშავდა.
განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლები. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ პრეზიდენტისთვის მომზადებული ანგარიში მოიპოვეს, სადაც ნათქვამია, რომ 29-30 იანვრის ბრძოლებისას 78 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და 76 დაშავდა.
აღმოსავლეთ რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, პეტრო პოროშენკომ გერმანიაში ვიზიტი შეწყვიტა და უკრაინაში დაბრუნდა.