უცხოეთი
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. დონალდ ტრამპმა ქვეყნის მოქმედი გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სალი იეიტსმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის საიმიგრაციო განკარგულების კანონიერება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
გენპროკურორმა, რომელიც ობამას ადმინისტრაციის დროს იყო დანიშნული, იუსტიციის დეპარტამენტის ადვოკატებს დაავალა, სასამართლოში არ დაიცვან ტრამპის განკარგულება.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ იეიტსმა იუსტიციის დეპარტამენტს „უღალატა“.
გენპროკურორის მოვალეობას ვირჯინიის პროკურორი დანა ბოენტე შეასრულებს.