საზოგადოება
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის მერია სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებას სთავაზობს.
„მათი სურვილის შემთხვევაში, მოხდება მათი გადანაწილება სხვადასხვა ბაზრობებზე. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა ბაზრობების მესაკუთრეებთან და მზად ვართ, რომ შუამდგომლობა გავუწიოთ და გადავანაწილოთ ეს ხალხი, რომ არ შეწყვიტონ მათ საქმიანობა,” - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა ლაშა აბაშიძემ.
ამასთან, ბაზრების ასოციაცია დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების ინიციატივით გამოდის. სხვადასხვა ბაზრობები მზად არიან მოვაჭრეებს ფართები 3-დან 6 თვის ვადაში, ქირის გარეშე დაუთმონ.