საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო ეროვნული ბანკი მათ უშუამდგომლებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება.
ფინანსთა მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა საჭიროებების გასაცნობად შემოსავლების სამსახურის სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას გათვალისწინებული იყოს თითოეული მეწარმის ინტერესები.