საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. მაშინ, როდესაც ევროპელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ საგარეო საფრთხეებისგან თავდასაცავად ევროკავშირისთვის აშშ და ნატოა აუცილებელი, ამ მოსაზრებას ამერიკელების თითქმის ნახევარი (48%) ეთანხმება, ასეთი შედეგი აჩვენა „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვამ. გამოკითხვა Sputnik-ის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა 2016 წლის 22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა.
მოსაზრებას, რომ ევროკავშირს ნატოსა და აშშ-ის დახმარება სჭირდება, იტალიაში გამოკითხულთა 65%, პოლონეთში — 65%, გერმანიაში —63%, ესპანეთში — 56%, დიდ ბრიტანეთში — 54%, საფრანგეთში — 53% ემხრობა. მათი წილი, ვისაც ევროკავშირის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება, ყველაზე მაღალია საფრანგეთში (30%), ესპანეთში (33%) და აშშ-ში (31%).
ძირითადად, 50-წლამდე ასაკის რესპონდენტები და მემარცხენე პარტიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-სა და ნატოს მხარდაჭერას არ საჭიროებს. პოლონეთის გარდა, ყველა ქვეყანაში ეს ადამიანები უმაღლესი განათლებით, მაღალი შემოსავლებითა და სოციალური სტატუსის მქონენიარიან.
ნატოს ეფექტურობის შესახებ საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალიანსს მნიშვნელოვანი, მაგრამ „მოძველებული“ ორგანიზაცია უწოდა და რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.
გამოკითხვა 2016 წლის 22-26 ოქტომბრის პერიოდში ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop-მა ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 18-წელს ზემოთ ასაკის 7043-მა რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას ასაკის, სქესისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით წარმოაჩენენ. ცდომილება 95%-ია.