სამართალი
საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე -ე.ბ., ს.ბ., ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მათ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, შესაბამისად, 2600 ლირა, 3040 ლირა, 7 172 ლარი და 1489 დოლარი გამოსძალეს.