სამართალი
საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 883 ფაქტი

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

  2017 წლის 26-27 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 57 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების - 9 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების – 15 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის  – 3 ფაქტი; ოჯახში ძალადობის – 3 ფაქტი და სხვ.

  დაფიქსირდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 883 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების - 28 ფაქტი; პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის - 21 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების – 21 ფაქტი და სხვ.

  სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 16, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 36 პირი დააკავეს.