პოლიტიკა
შეხვედრები აბაშიძე-კარასინის ფორმატში კვლავ აქტუალური რჩება - მიხეილ ჯანელიძე

  საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

  მიხეილ ჯანელიძის თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში დაგეგმილია სატრანსპორტო საკითხების განხილვა.

  „ამ ფორმატში ჩვენ ვიხილავთ საკითხებს, რომლებიც სავაჭრო-ეკონომიკურ-სატრანსპორტო ურთიერთობას უკავშირდება. ამჯერადაც დაგეგმილია სატრანსპორტო საკითხების განხილვა. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც წითელ ხაზებში არ არის და რომლებზეც ჩვენ შეგვიძლია, გვქონდეს რეგულარული კომუნიკაცია“, - განაცხადა ჯანელიძემ.