აქტუალური
ნოდარ ჯავახიშვილი: საქართველოში უმუშევართა შემცირებაზე ლაპარაკი სასაცილოა

umushevari2ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, პოლიტიკური გაერთიანება “ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობის შემცირებაზე ლაპარაკი სასაცილოა.

“მედიანიუსთან” საუბრისას მან მთავრობის იმ ოფიციალურ მონაცემებზე გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც, 2010 წელს საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 0,4 პროცენტით შემცირდა და ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

ჯავახიშვილის თქმით, უმუშევართა რაოდენობა მატულობს. აბსურდულია ოფიციალური სტატისტიკა, თითქოსდა ქვეყანაში უმუშევართა მაჩვენებელი მხოლოდ 16 პროცენტია.

“სინამდვილეში უმუშევართა რაოდენობა 56 პროცენტზე მეტია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, დასაქმებულებში ქვეყანაში მცხოვრები მილიონზე მეტი თვითდასაქმებულიც ითვლება, რაც არასწორია. ამიტომ უმუშევრობაზე, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საუბარი აბსურდულია”, — აღნიშნა ნოდარ ჯავახიშვილმა.

ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოში კრიზისი გრძელდება და უმუშევრობისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებაც გაგრძელდება. თუმცა ეს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში არ აისახება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2010 წელს უმუშევართა რიცხოვნობის 0,4 პროცენტით კლებაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გასული წლის ეკონომიკური შედეგების შეჯამებისას გააკეთა.

მოგვიანებით კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ აღნიშნა, რომ 2011 წელი უმუშევართა რაოდენობის შემცირებით უნდა იყოს

მნიშვნელოვანი.

მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სიტყვებია.