საზოგადოება
საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდეგ, მედიაზე იერიში მისმა სტრატეგიულმა მრჩეველმა მიიტანა. სტივენ ბენონმა მასმედიას ოპოზიციური პარტია უწოდა და ურჩია საერთოდ გაჩუმდეს.
სკანდალური განცხადება, ტრამპის მრჩეველმა New York Times-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, მედიამ თავი შეირცხვინა, როდესაც მხარს უჭერდა ჰილარი კლინტონს და არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვება ვერ იწინასწარმეტყველა.
"მედიამ უხერხულად და დამცირებულად უნდა იგრძნოს თავი, მოკეტოს და მოისმინოს," - განაცხადა სტივენ ბენონმა.
მისი თქმით, მასმედია ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ვერ აცნობიერებს რა სჭირდება ქვეყანას და რატომ გახდა დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.