საზოგადოება
“ტურიზმი აქცენტით” - ლალის ახალი წამოწყება

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი.

  ლალი მოროშკინა - ჟურნალისტი და მწერალი, ერეკლე შონია - ისტორიკოსი და უფოლოგი წარმოგვიდგენენ “ტურიზმს აქცენტით”!

  კერძოდ:

  1. ტრანსფერი, გიდი, სასტუმრო, ტრანსპორტი, ექსკურსია საქართველოში;

  2. ეკოტურიზმი - ღვინის გზა (გასტრონომიული ტური);

  3. ისტორიული ტურიზმი - აბრეშუმის გზა (საექსკურსიო ტურები);

  4. რელიგიური ტურიზმი - ექსკურსიები საქართველოს ისტორიულ და წმინდა ადგილებში (მომლოცველთა ტურები);

  5. გასართობი ტურიზმი - თანამედროვე საქართველო “ევროპა ცენტრი”;

  6. MIX-ტურიზმი;

  7. ქორწილი საქართველოში - მოვლენათა ტურიზმი (ჯვრისწერა, ბანკეტი);

  8. საქართველოს სამკურნალო კურორტები (მინერალური, გოგირდის წყაროები, სამკურნალო ტალახი);

  9. ტურები ქვეყნის მუზეუმებში და საგამოფენო დარბაზებში;

  10. იოგა-ტური, უფოლოგიური და ეზოთერული ტურები მაგიური საქართველოს ენერგეტიკულად დამუხტულ ადგილებში;

  11. ზაფხულის და ზამთრის საბავშვო ბანაკები უცხო ენების შესწავლით;

  12. შოპ-ტური (ბეწვეული, ოქრო, ხატები, ხალიჩები, ანტიკვარი და მსოფლიო ბრენდები).

  საქინფორმი წარმატებას უსურვებს ლალის მისი ახალი მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებაში, რომელიც საუკეთესოდ პასუხობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს - ქვეყანაში ტურისტების მოზიდვას, ანუ მოსახლეობის დასაქმებას და სახელმწიფო ბიუჯეტში ფულის შესვლას. რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოს პოპულარიზაციაზე და ოდესღაც ერთიანი ქვეყნის მოძმე ხალხებთან თბილი მეგობრული ურთიერთობის აღდგენაზე...