სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდნენ

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე და ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

  სუს-ის წარმომადგენლები შეხვდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დირექტორს საულიუს ურბანავიჩუს.

  ვიზიტი მიზნად ისახავდა კორუფციასთან ბრძოლაში და პრევენციის საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებას, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. განსაკუთრებული ყურადღება კორუფციის პრევენციას დაეთმო.

  ლიტვის რესპუბლიკის საგამოძიებო სამსახურის დირექტორმა საულიუს ურბანავიჩუსმა ანტიკორუფიული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია ლიტვის ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახურის სპეციალური მედლით დააჯილდოვა საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის.