საზოგადოება
საქართველომ „გაზმპრომთან“ ხელშეკრულებით წააგო! - ეკონომიკის მინისტრი გახარია

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. “კომპანია„გაზმპრომ ექსპორტთან” ბოლო შეთანხმება სომხეთში გაზის ტრანზიტის შესახებ ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანია”, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

  “ეკონომიკურ ნაწილში, დღევანდელ სიტუაციასთან შედარებით,  დანაკარგი გვექნება... მაგრამ როდესაც გვაქვს კონტრაქტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან (აზერბაიჯანთან), რომელიც იღებს ვალდებულებას, კომერციულ ფასად მოგვაწოდოს ქვეყნისთვის საჭირო გაზი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ნულის ტოლია”, - განაცხადა გახარიამ.