უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ ფრაზას – Made in Usa წარსულ დიდებას დაუბრუნებს

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უწინდელ დიდებას დაუბრუნებს ფრაზას Made in Usa  და სულ უფრო მეტი ამერიკული ბრენდი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს თავის სამშობლოში.

 ჩვენ შევქმნით მილიონობით მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, დავძლევთ ეკონომიკურ ბარიერებს, რომლებიც კონკურენციაში ხელს გვიშლიდა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ გადასახადები სერიოზულად შემცირდება საშუალო კლასისა და მთელი ამერიკული ბიზნესისთვის.