უცხოეთი
ტრამპმა პალესტინისთვის 221 მილიონი დოლარის გადარიცხვა გააჩერა

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 221 მილიონი დოლარის გადარიცხვა გააჩერა, რომელიც ბარაკ ობამამ პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებას გამოუყო – The Times of Israel-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  გაზეთის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტმა პალესტინის ხელისუფლებას უკვე შეატყობინა, რომ თანხა არ გადაირიცხება.

  შეგახსენებთ, რომ აღნიშნული თანხის შესახებ ინფორმაცია 24 იანვარს გავრცელდა. პალესტინას ფინანსები ობამამ რესპუბლიკელი კონგრესმენების ნების წინააღმდეგ გამოუყო.