საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ კანდიდატები არა კომპეტენციით, არამედ პოლიტიკური ნიშნით შეარჩიეს - ასე აფასებენ ოპოზიციაში მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნას.
„წულუკიანი დღეს არის თავის მართლების რეჟიმში, იმიტომ, რომ მან მიიღო არა ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებები, არამედ ის, რაც უნდოდა ბიძინა ივანიშვილს და ამის გამო ქვეყანამ კიდევ ერთხელ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის პრესტიჟს აზიანებს“, - განაცხადა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„მე სახალხო დამცველის მთელ რიგ პოზიციებთან დაკავშირებით შეკითხვები მაქვს, პირადად მის მიმართაც, მის აპარატში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაღაც ბევრი ხალხი დაითხოვეს, დაცული იყო თუ არა მათი უფლებები, ბევრმა მათგანმა თავი აღიდგინა, ხომ არ ჯობდა, გაევლო თავიდანვე კონსულტაციები, კანონიერება დაეცვა და სასამართლოში მისი გადაწყვეტილებით არ დაკნინებულიყო სახალხო დამცველის ავტორიტეტი“, - აცხადებს გია ვოლსკი.
ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ 2012 წლიდან არაერთხელ აფრთხილებდა ახალ ხელისუფლებას, რომ საქართველოს ყველა სახალხო დამცველი, მათ შორის, ნანუაშვილი, ატარებდა და ატარებს მავნე ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას, იყო და რჩება სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტნიორულ ურთიერთობებში. სხვაგვარად არც შეიძლება, იმიტომ, რომ თავად ომბუდსმენის ინსტიტუტი ფინანსდება არა საქართველოს, არამედ აშშ–სა და ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ხოლო ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს...