სამართალი
“ქართული ლეგიონი” ცერცვაძის გათავისუფლებას მოითხოვდა და რადიკალური ზომებით იმუქრებოდა

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. “ქართული ლეგიონის” წევრები ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პატიმრობაში დარჩენას ეხმაურებიან. ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები აცხადებენ, რომ თუ 3 თებერვალს არ მოხდება ცერცვაძის განთავისუფლება, ისინი უფრო რადიკალურ  ზომებს მიიღებენ, ვიდრე ულტიმატუმის პირველ ვერსიაში იყო, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ დატოვებდნენ ფრონტის წინა ხაზს.

  „თუ არ იქნება სწორედ ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელზეც შევთანხმდით უშუალოდ პირადი საუბრების  დროს გენერალურ პროკურორთან, ჩვენ მივიღებთ ზომებს“, - განაცხადა “ქართული ლეგიონის” მეთაურის მოადგილემ შოთა კედელაშვილმა.

  უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, ეს არის "სუფთა პოლიტიკური შეკვეთა და ეს უნდა დასრულდეს".

 გუშინ, გვიან ღამით, კიევში ჩასვლისას დაკავებული, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც დონბასში ე. წ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა და რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, მკვლელობის ბრალდებით, ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა, მომდევნო სასამართლო პროცესამდე საპატიმროდან გამოუშვეს უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს პირადი განკარგულებით.