საზოგადოება
ოპოზიცია ლარის გაუფასურებასა და ფასების მატების შესაძლებლობაზე ლაპარაკობს

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი.  ოპოზიცია ლარიზაციის გეგმის ამოქმედებისა და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის ფონზე ლარის გაუფასურებასა და ფასების მატების შესაძლებლობაზე ლაპარაკობს.

  „ნახევარი პროცენტით გაუძვირდებათ იმ ადამიანებს სესხი, რომლებსაც დოლარიდან ლარში უნდა გადაეყვანათ. ლარის გაუფასურების შედეგად, რაც ახლა მოხდა, აგრეთვე აქციზებზე ფასების მატების და ეკონომიკის ზრდის გამო, ბუნებრივია, რომ ფასების მატება, სამწუხაროდ, იქნება“, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.

  უმრავლესობაში კი იმედს არ კარგავენ, რომ მთავრობა ვითარების გაუმჯობესებას შეძლებს. ბლუმბერგის ბოლო რეიტინგის მიუხედავად, მათი აზრით, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით კვლავ რჩება რეგიონში მიმზიდველ ქვეყნად.