საზოგადოება
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები უახლოეს მომავალში გათავისუფლდებიან

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლომ კაბელების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და ხუთივე ბრალდებული 1 თვესა და 20 დღეში დატოვებს საპატიმროს.

  ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდა. სასამართლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ბრალდებულთა ადვოკატები. ისინი პროცესს პოლიტიზებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყვნენ, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან.

  ბრალდების მხარისთვის კი მიუღებელია ბრალისთვის კვალიფიკაციის შეცვლა.

  თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს პირველმა ინსტანციამ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ისინი 4 მილიონ ლარამდე სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის არიან დაკავებული, თუმცა ბრალს არ აღიარებენ.