პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დელეგაცია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზს ეწვია

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ორსანტიასა და ხურჩაში არსებულ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

  სუს-ის წარმომადგენლებმა ელჩს საოკუპაციო ზოლზე ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვის შესახებ არსებული ინფორმაცია მიაწოდეს.

  „ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და, შესაბამისად, არ ვაღიარებთ არანაირ ხაზს, ადმინისტრაციულ საზღვარს და არანაირ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დამოკიდებულება არის ის, რომ საქართველო არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

  თუ დაიხურება სასაზღვრო გამშვები პუნქტები, ეს შეზღუდავს მოქალაქეების, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების უფლებასჩვენ ამ საკითხებს წინ წამოვწევთ ეუთოს ფარგლებში  და ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში“, - განაცხადა იან კელიმ.