საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ჩანაწერის გაკეთება აუცილებელი არ არის.
„ის ღირებულებები, რომლებიც ასახულია კონსტიტუციაში, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, შრომის უფლება, ეკონომიკური თავისუფლება, საქმიანობის განხორციელების უფლება, ესენი სხვა არაფერია, თუ არა ევროპული ღირებულებები. ამდენად, შესაძლებელია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ამბავი დაფიქსირებულ იქნეს გარდამავალ დებულებებში, ხოლო კონსტიტუციის ძირითად კონსტრუქციაში ამ ჩანაწერის არსებობას მე პირადად მხარს არ ვუჭერ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.
უმცირესობის წარმომადგენლების აზრით კი, კონსტიტუციაში ქვეყნის კურსი აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს.