უცხოეთი
აშშ–მა პოლონეთს „რუსული საფრთხის“ შესაკავებლად დაზიანებული ტანკები მიაწოდა

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. როგორც The Wall Street Journal იუწყება, ამერიკელი სამხედროები „მოულოდნელ სირთულეებს“ წააწყდნენ გერმანიიდან პოლონეთში ტანკების გადასროლისას ოპერაცია „ატლანტიკური გადაწყვეტილების“ ფარგლებში. გზაში ჯავშანტექნიკის ზოგიერთმა სახეობამ მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო, როცა იმაზე დაბალ ხიდებს შეეჯახა, ვიდრე ამერიკელები ვარაუდობდნენ.

  ამასთან, ევროპაშ აშშ–ის ქვეითი ჯარების სარდლის ბენ ჰოჯესის თქმით, თანმხლებებს დაავიწყდათ ელექტროსისტემების ჩართვა ტანკების ტრანსპორტირებისას, რის შედეგადაც მანქანების მთელი პარტია დანიშნულების ადგილას მთლიანად განმუხტული აკუმულატორებით ჩავიდა.

  შეგახსენებთ, რომ აშშ–ისა და მისი მოკავშირეების შეიარაღებული ძალების ოპერაცია მიმართულია „რუსული საფრთხის“ აღკვეთისკენ.