საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის მოწოდებას ეხმაურება.
„დემოკრატიულ სისტემაში დამნაშავეები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მათ შორის, ძალადობრივი დანაშაულის გამო, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანების სიცოცხლის ხელყოფა, წამება, პატივისა და ღირსების შელახვა.
საქართველოს მთავრობა ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ ასეთი დანაშაულებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების სასჯელისაგან გათავისუფლების პროცესში მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების გამო და ვერ მოემსახურება დაუსჯელობის სინდრომის დანერგვას, რაც ასევე დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
საქართველოს მთავრობის ერთგულებას ამ ღირებებულებისადმი ვერცერთი პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება ვერ შეცვლის“, - განაცხადეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.