აქტუალური
მარგველაშვილი თავისას არ იშლის – საქართველოს პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის ყველა გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა, თავისი არ მოიშალა და ვეტო დაადო სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

  „ამ პაკეტისა და, საერთოდ, სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ გამოვიყენო კონსტიტუციური უფლება და ვთავაზობ პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ის ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასამართლოში თავმჯდომარეების არჩევის წესს და, აგრეთვე, გააუქმებენ მომავალში საგამოცდო ვადას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მისი „მოტივირებული შენიშვნების“ გათვალისწინებით საქართველო მიიღებს „უფრო მაღალი ხარისხის“ კანონმდებლობასა და სასამართლოს.