აქტუალური
ხიდი თაობებს შორის – საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ვეტერანების სამსახურმა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, თანამშრომლობა დაიწყეს

  საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ვეტერანებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი თემებია, რომლებიც გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას შორის მეორე საკოორდინაციო შეხვედრა შედგა.

 უკვე შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვეტერანობის სტატუსს განსაზღვრავს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და კოორდინირებული მუშაობის საკითხები განსაზღვრეს.

 „ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძველსა და ახალ თაობას შორის ხიდი აღდგება. ვმუშაობთ იმ გეგმით, რომელიც თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაგვისახეს“, - განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.