უცხოეთი
პოლონეთის საგარეო უწყებამ გაასაჯაროვა 2008 წლის მოხსენება პრორუსულ კურსზე გადასვლის შესახებ

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განასაიდუმლა „თეზისები რუსეთისა და უკრაინის მიმართ რესპუბლიკის პოლიტიკის შესახებ“, სადაც საუბარია პრორუსულ პოლიტიკაზე ქვეყნის გადასვლის თაობაზე.

  2008 წლის 4 მარტით დათარიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა უწყების აღმოსავლეთის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იაროსლავ ბრატკევიჩმა. მასაზე წვდომის უფლება ჰქონდა მხოლოდ 4 კაცს, მათ შორის იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის.

  „ყურადღება მისაქცევია ის გარემოება, რომ რფ–სთან აქტიური დიალოგი პოლონეთისთვის დიდ პოლიტიკურ ღირებულებას წარმოადგენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.