უცხოეთი
ობამას ადმინისტრაციამ პალესტინის ავტონომიას 200 მილიონ დოლარზე მეტი გადაურიცხა

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ პალესტინის ავტონომიას 221 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

  ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.

  პალესტინელებისთვის ფულადი დახმარების გაწევის წინააღმდეგ კონგრესის ,,რესპუბლიკური პარტიის’’ წევრები გამოდიოდნენ. გავრცელებული ცნობით, ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს ფულის გადარიცხვის საკითხზე 20 იანვარს, ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე აცნობა.

  ობამას ადმინისტრაციის ქმედებებმა შესაძლოა ახალი პრეზიდენტის უკმაყოფილება გამოიწვიოს. დონალდ ტრამპი ისრაელთან დაძაბული ურთიერთობების დალაგების პირობას დებს და აშშ-ის საელჩოს გადატანას თელ-ავივიდან იერუსალიმში გეგმავს.