საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აშშ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან გადის. ტრამპმა ამის გაკეთების პირობა წინასაარჩევნოდ დადო. ამდაგვარად, ტრამპმა აშშ-ს ვაჭრობის პოლიტიკის შეცვლა დაიწყო.
ადრე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა აშშ-სთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს. მისი აზრით, ამერიკისთვის მეტად სარგებელი იქნება ორმხრივი შეთანხმებები ქვეყნებთან, რომელიც თავის მხრივ, ამერიკას მრეწველობას და სამუშაო ადგილებს დაუბრუნებს. მან ასევე, პირობა დადო, რომ აშშ-ში მოქმედ კომპანიებს გადასახადებს შეუმცირებს.
ტრანსატლანტიკური პარტნიორები აშშ-ის გარდა ასევე არიან ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, ჩილე, მექსიკა, პერუ, ვიეტნამი, მალაიზია, ბრუნეი და სინგაპური. პარტნიორობის თაობაზე შეთანხმებას 2015 წლის ოქტომბერში დაახლოებით ხუთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს. ქვეყნები, რომლებმაც შეთანხმებაზე ხელი მოაწერეს, ძირითად სახის საქონელზე თავისუფალი ვაჭრობის უფლება ეძლევათ.