საზოგადოება
საცხოვრებელი ფართობი კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

  დევნილები ბინებს თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში მიიღებენ.

  როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბოლო 4 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართობი მუდმივ საკუთრებაში უკვე 13 749 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.