სამართალი
„გაგების პრობლემა აქვს “ტაბულას” და “რუსთავი 2”-ს“ - ქუცნაშვილი

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი.  ზაქარია ქუცნაშვილმა გიორგი ცერცვაძეზე გაკეთებული კომენტარი განმარტა და ჟურნალისტები მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში დაადანაშაულა.

  „როდესაც სამჯერ გიმეორებთ ერთსა და იმავეს, რომ ქეისს არ ვიცნობ და ამ ქეისს არ ეხება-მეთქი და მაინც აბამთ ამ საკითხზე, აი, ეს არის უცოდინრობა. მკვლელობას, ვინც არ უნდა ჩაიდინოს, ქართველი ჩაიდენს, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ოსი, რუსი, აფხაზი, უნდა გვქონდეს ერთნაირი მიდგომა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ქვეყნებმა ერთმანეთთან და შესაბამისად, ცერცვაძეს ეს არ ეხება-მეთქი და ახლა მიაბით რუსთავი 2”-სავით“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან.

  მან აღნიშნა, რომ ამ თემაზე არ მუშაობს და ამის თქმა მიკროფონებთან არ რცხვენია.

 „შენ გენაცვალე, თუ გგონია, რომ შენი მიკროფონის მომერიდება და გეტყვი, რომ დღე და ღამე ამ თემაზე ვმუშაობ-მეთქი, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობ. მე სხვა რამეზე ვმუშაობ, აი, ამ ჩანთაში მიწყვია სხვა მასალა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

 მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მკვლელებს ხელს არ დააფარებს.