რელიგია
ნათლისღების დღესასწაულზე რიგით 47-ე ნათლობა ჩატარდა და 800-მდე ბავშვი მოინათლა

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ა.წ. 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში რიგით 47-ე ნათლობა ჩატარდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 800-მდე ბავშვის ნათლია გახდა. დღესდღეობით პატრიარქს 30 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.