აქტუალური
საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. გადაწყვეტილება ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რისთვისაც უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა.
"დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსებაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.