საზოგადოება
სახეზეა სააკაშვილის ნათელაშვილიზაცია! – ჯუმბერ კირვალიძე

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე რთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს Facebook-ის საშუალებით აფასებს:

  “დიახ, სააკაშვილი რაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, უკვე 3 წელზე მეტი გავიდა. ამ პერიოდში მან მოასწრო უკრაინის მოქალაქეობის მიღება, რის სანაცვლოდაც საქართველოს მოქალაქეობას გამოემშვიდობა. ოდესის გუბერნატორობაც მოასწრო, თუმცა იქიდანაც წასვლა მოუწია.

  მოკლედ, სულ “მინუსებში” იყო, მხოლოდ მისი პარტია იყო ერთგული თავშესაფარი. მაგრამ, ამ უკანასკნელ ბასტიონსაც “წყალი შეუდგა”. როგორი პირიც უჩანდა “ნაცმოძრაობის” მომავალს, სწორედ ისე წარიმართა მისი საქმეც, ანუ “ნაცმოძრაობა” პირვანდელი სახით აღარ არსებობს, რაშიც ლომის წილი სააკაშვილს მიუძღვის… ამ პარტიის ლიდერშიპის დიდი უმრავლესობა, როგორც განაცხადეს, სააკაშვილს და მის ბელადობისკენ სწრაფვას გაემიჯნა და იგი “ნულების” ამარა დატოვა. მაგალითად, ქვეყნის პარლამენტის 27-მანდატიანი ფრაქციიდან სააკაშვილთან 6 დეპუტატი დარჩა!

  დღეს სააკაშვილი და მისინაციონალები ძალიან მაგონებენ ნათელაშვილს და მისლეიბორისტებს, თანაც მათი “პირველი ვეზირებიც”, მელია-გუგავა, როგორ ჰგვანან ერთმანეთს, განსაკუთრებით პატრონებისადმი ერთგულებაში?!

  ასე რომ, სახეზეა სააკაშვილის ნათელაშვილიზაცია და აქედან გამომდინარე, ვის მისალოცად აქვს საქმე და ვის კიდევ მისასამძიმრებლად, ეს უკვე მათმა პირადმა ელექტორატმა გადაწყვიტოს!”, – წერს კირვალიძე.