უცხოეთი
ჰენრი კისინჯერი: სწორედ პუტინი უწყობს ხელს წონასწორობის შენარჩუნებას მსოფლიოში

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ჟურნალმა Fortun–მა ყურადღება მიაპყრო აშშ–ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჰენრი კისინჯერის სიტყვით გამოსვლას დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე (რომელშიც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მონაწილეობდა).

  ჰენრი კისინჯერის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ პუტინი და ტრამპი კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს და რომ ის ეთანხმება რუსეთის მიმართ ტრამპის პოზიციას – აშშ–ს, ევროპასა და რუსეთს შორის საჭიროა დიალოგი, რომელიც ახალ სამხედრო–პოლიტიკურ რეალიებს შექმნის და მოსკოვთან დიალოგი ამერიკისა და ტრამპის ერთ–ერთი უმნიშნელოვანესი ამოცანაა.

 როგორც გამოცემა წერს, კისინჯერის თქმით, „სწორედ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უწყობს ხელს წონასწორობის შენარჩუნებას მსოფლიოში“.