უცხოეთი
საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ „თეთრი სახლი იმ მედიის პასუხისმგებლობას დააყენებს, რომლის სიუჟეტებსაც არასწორად მიიჩნევენ“.
„ჩვენ პასუხს მოვთხოვთ მედიას, რომლებმაც შეგნებულად გააკეთეს არასწორი რეპორტაჟები დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან“-განაცხადა თეთრი სახლის ბრიფინგის დარბაზში პირველად გამოჩენილმა სპაისერმა.
მან განსაკუთრებით „უპასუხისმგებლო და აღმაშფოთებელი“ უწოდა რეპორტიორის ინფორმაციას, რომლის თანახმად ოვალური კაბინეტიდან გაიტანეს აფროამერიკელების უფლებებისთვის მებრძოლის მარტინ მიუტერ კინგის ბიუსტი.
სპაისერის განცხადებით მედიამ სპეციალურად აჩვენა ინაუგურაციის მონაწილეთა სიმცირე.