საზოგადოება
ამერიკელი სენატორები კანონპროექტის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაბლოკავს

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ამერიკელი სენატორები კანონპროექტის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას დაბლოკავს. დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფის განმარტებით, შესაძლებელია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სანქციები ბირთვული შეიარაღების შემცირების სანაცვლოდ გააუქმოს, რაც, მათი თქმით, რუსეთის ქმედებებს კიდევ უფრო წაახალისებს და ერთგვარი გზავნილი იქნება ჩინეთისა და ირანისთვის. დოკუმენტს სენატორები მაკ კეინი და ლინდსი გრემიც უჭერენ მხარს.

  სენატი კანონპროექტს სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს.