საზოგადოება
რუსეთის მეცნიერებათა აკადემია კვლავ ქართული გვარებით შეივსო

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების მორიგი არჩევნების შედეგები გამოაცხადა. 2017 წლის დასაწყისისთვის აკადემიკოსთა რიცხვმა 940 ადამიანი შეადგინა (ზღვრული რაოდენობა - 948), ხოლო წევრ-კორესპონდენტებისა - 1160 ადამიანი (ზღვრული რაოდენობა - 1206).

  მეცნიერებათა აკადემიის ახალ წევრებს შორის არიან, აგრეთვე, ქართველები და წარმოშობით საქართველოდან. ქვემოთ მათ სიას გთავაზობთ.

 აკადემიკოსები:

 დავით გიორგის ძე იოსელიანი (ფუნდამენტური მედიცინა);

 ალექსი გიორგის ძე ბაინდურაშვილი (ბავშვთა ტრავმატოლოგია და ორთოპედია);

 გენადი გრიგოლის ძე ხუბულავა (კარდიოქირურგია);

 მოგელი შალვას ძე ხუბუტია (ტრანსპლანტოლოგია და ხელოვნური ორგანოები).

 წევრ-კორესპონდენტები:

 რევაზ ისმაილის ძე სეფიაშვილი (ფიზიოლოგია);

 ოლგა ლეონიდეს ასული ბოკერია (ფუნდამენტური მედიცინა);

 სიმონ თეიმურაზის ძე მაწკეპლიშვილი (ფუნდამენტური მედიცინა);

 შალვა შალვას ძე ელიავა (ნეიროქირურგია);

 რამაზ შალვას ძე გვეტაძე (სტომატოლოგია).

 რუსეთში ქართველთა ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომია ულოცავს ამ დიდ მიღწევას რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არჩეულ წევრებსა და წევრ-კორესპონდენტებს, უსურვებს მათ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და სიკეთეს!