საზოგადოება
საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ამ დრომდე უცნობია, მივა თუ არა პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველსავე კვირაში. რეგლამენტის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილმა ყოველწლიური მოხსენება თებერვლის დასაწყისში უნდა წარადგინოს.
„პარლამენტი მზად არის იმისათვის, რომ პრეზიდენტს მოუსმინოს პირველივე კვირაში, თუ ამის მზაობა იქნება პრეზიდენტის მხრიდან. თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხდება ორმხრივი კონსულტაციების შედეგად. ჩვენ მოვუსმენთ მას მაშინ, როდესაც ის და პარლამენტი იქნებიან მზად. იმის თაობაზე, თუ როდის მოხდება პრეზიდენტის მოსმენა, ახლო მომავალში გახდება ცნობილი“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
საგაზაფხულო სესია მუშაობას 7 თებერვალს დაიწყებს.