სამართალი
საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ს.კ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 159 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ს.კ-ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.