სამართალი
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ურეკში ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა ურეკი-სუფსის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდადან იყო.

  გამოძიება რკინიგზის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.