საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის სენატი, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმძღვანელ პოსტებზე წამოყენებულ ყველა კანდიდატურას დაამტკიცებს - განაცხადა ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში რესპუბლიკური უმრავლესობის გავლენიანმა ლიდერმა მიჩ მაკკონელმა.
“დარწმუნებული ვარ, რომ კაბინეტის თითოეულ (ტრამპის მიერ შეთავაზებულ) წევრს დავამტკიცებთ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”, - აღნიშნა მან. მაკკონელის თქმით, რესპუბლიკელები შეძლებენ დემოკრატთა მიერ შექმნილი დაბრკოლებების გადალახვას. მან სენატში დემოკრატების ლიდერი ჩაკ შუმერი კანდიდატურების დამტკიცების პროცესისთვის ხელის შეშლის გამო გააკრიტიკა.
ამ დროისათვის სენატმა მხოლოდ გადამდგარი გენერლები ჯეიმს მეტისი და ჯონ კელი მოიწონა თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრების პოსტებზე. ახლა კანზასის ყოფილ სენატორს მაიკლ პომპეოს უნდა უყარონ კენჭი, რომელიც ტრამპმა “ცეერუს” დირექტორის პოსტზე წამოაყენა.