საზოგადოება
ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ - გრიგოლ ვაშაძე

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. პარასკევს, 20 იანვარს სპორტის სასახლეში გამართულ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარტიის წევრმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

  "ქელეხს გვიმზადებდნენ და დაბადების დღე გამოუვიდათ. ეს იმიტომ, რომ სიმართლე არის თქვენს მხარეზე, იმიტომ, რომ თქვენ მიშასთან ერთად გადააქციეთ კორუფციით და კრიმინალით განადგურებული ქვეყანა თანამედროვე სახელმწიფოდ. თქვენს დაწესებულ დროშას წევენ დღეს, თქვენს შემოღებულ ჰიმნს მღერიან, თქვენს დატოვებულ ბიუჯეტს ხარჯავენ, თქვენი შექმნილი პოლიცია იცავთ, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია და ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ვაშაძემ.