სამართალი
საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებული ინდოეთის მოქალაქე გ.მ-ს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N31-ში მდებარე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში შეჰყვა, სადაც დაზარალებულმა 100 აშშ დოლარი შესაბამისი ოდენობის ლარზე გადაცვალა. გამოსვლისას ე.მ. მას უკან გამოჰყვა, დანის მუქარით ფული წაართვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.