უცხოეთი
„მომაგრდი და შემდეგ იმოქმედე!“ – მაკკეინი ტრამპს აფრთხილებს, არ შეარბილოს ანტირუსული სანქციები

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც ცნობილია თავისი ანტირუსული განცხადებებით, გააფრთხილა აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, არ შეარბილოს ანტირუსული სანქციები.

  „მოსკოვზე ზეგავლენის მოხდენა მხოლოდ ძალით შეიძლება“, – ირწმუნებოდა მაკკეინი ტელეარხ FoxNews–ს ეთერში. სენატორმა აღიარა, რომ უკიდურესად განხიბლული იქნება, თუ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეტაპობრივად შერბილების გზას დაადგება.